0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს"

საქართველოში ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მურაი მაკკულის ვიზიტი იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ახალი ზელანდის ელჩის, ტაჰა მაკფერსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. როგორც პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო ახალ ზელანდიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მიიჩნევს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც. პრემიერ-მინისტრმა ახალი ზელანდიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაში დახმარებისთვის. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ახალი ზელანდიის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებად რჩება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. საუბარი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ენერგეტიკის სექტორში, ტურიზმში, წარმოებასა თუ სოფლის მეურნეობაში პროექტების განსახორციელებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები