სოც. მედია
,,ოჯახებში დამატებითი შემოსავლები შეედინება და იქმნება სამამულო წარმოების პროდუქცია“
2014-04-10 18:31:31
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, 318,000,000 ლარის ოდენობის 14,100 შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა.
დავით ნარმანიამ, როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის გამგეობის წევრმა, პროექტს მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, იგი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ფარგლებში მიმდინარეობს და ფინანსდება. ეს პროექტი რეგიონული განვითარების თვალსაზრისითაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან მისი საშულებით ადამიანები საქმდებიან, ოჯახებში დამატებითი შემოსავლები შეედინება და იქმნება სამამულო წარმოების პროდუქცია,“ - განაცხადა ნარმანიამ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი", საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა. პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს. პროექტში ჩართულია 13 ბანკი, 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 2 სალიზინგო კომპანია.
კომენტარები