მსოფლიო
პრემიერი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
2014-04-07 16:24:59
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საერთო ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს წევრ სახელმწიფოებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საკურორტო–ტურისტულ ზონებში მიმდინარე საინვესტიო პროექტებზე.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან გამოითქვა საინტერესო ინიციატივები საქართველოში სასოფლო და საქალაქო ტურიზმის, ასევე სამთო–სათხილამურო ტურიზმის მიმართულებით.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასოფლო ტურიზმს, საქალაქო ტურიზმსა და სამთო–სათხილამურო ტურიზმს შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდენოს ეკონომიკაზე, ასევე დასაქმების პრობლემის მოგვარებასა და საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,“ – განაცხადა ტალებ რიფაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კომენტარები