მსოფლიო
გიგა ბოკერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დაკითხავენ
2014-04-04 12:14:04
საქართველოს მთავარი პროკურატურა გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,2014 წლის 04 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სახით, დაკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი (გიგა) ბოკერია.
საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს.
საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს."- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კომენტარები