სოც. მედია
წვნიანის დიეტა, რომლითაც კვირაში 5-7 კილოს იკლებთ
2014-04-02 11:25:43
დიეტის გამოყენების შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში, წონაში იკლებთ 5-7 კილოგრამს. იმ შემთხვევაში, თუ წონის კლებამ ერთ კვირაში გადააჭარბა 7 კილოგრამს, აუცილებელია შეისვენოთ რამდენიმე დღით. დიეტის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლური და გაზიანი სასმელი, პური და ცხიმიანი საკვები.
სუპის მომზადების რეცეპტი:
6 საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პომიდორი, 1 საშუალო ზომის კომბოსტო, 2 მწვანე ბულგარული წიწაკა და 1 კონა ნიახური.
დავჭრათ ბოსტნეული პატარა ან საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და 10 წუთის განმავლობაში ვხარშოთ ცეცხლის მაღალ ალზე, შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ მანამ, სანამ ბოსტნეული დარბილდება.
პირველი დღე: წვნიანი და ხილი ( ბანანის გარდა ). მიირთვით უშაქრო ყავა, ჩაი ან წყალი.
მე-2 დღე: წვნიანი და მწვანე ბოსტნეული, თავი შეიკავეთ სიმინდისგან და მწვანე ბარდის მარცვლებისგან. ვახშამზე მიირთვით ზეთში შემწვარი ერთი კარტოფილი.
მე-3 დღე: წვნიანი, ხილი და ბოსტნეული კარტოფილის გარეშე.
მე-4 დღე: წვნიანი, ხილი, ბოსტნეული, ცხიმმოხდილი რძე.
მე-5 დღე: წვნიანი, ძროხის ხორცი და პომიდორი.
მე-6 დღე: წვნიანი, ძროხის ხორცი და ბოსტნეული.
მე-7 დღე: წვნიანი, ბრინჯი ბოსტნეულით, ხილის წვენი.
lollipop.ge
კომენტარები