0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სად დაასვენებენ საბოლოოდ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ?

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავის მოპირდაპირე მხარეს იქნება. ამის შესახებ სამთავროს დედათა მონასტერში საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) განაცხადა. მისი თქმით, დედათა მონასტერი ის ადგილია, სადაც მამა გაბრიელი მოღვაწეობდა ბოლო წლებში და სადაც აღესრულებოდა მრავალი სასწაული მის საფლავზე, როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ. მიტროპოლიტის თქმით, ერთი კვირა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მონასტერში იქნება დასვენებული, შემდეგ კი გადაწყდება, როგორ მოხდება მისი გადასვენება. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მცხეთაში მდებარე სამთავროს დედათა მონასტერში დღეს დაასვენეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები