მსოფლიო
რატომ ახსენა სააკაშვილმა პატარკაციშვილი ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან?
2014-03-26 00:18:21
„ყველა სისხლის სამართლის საქმე კონფიდენციალურია და ის „ასავალ-დასავალის“ სტატიები არ არის, ყოველ შემთხვევაში აქამდე არ იყო და ახლა თურმე პროკურატურას კლიპების დამზადება და გავრცელება შეუძლია, ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პროკურატურა აღარ ჰყავს – სამწუხაროა, ამის თქმა რომ მიხდება.
სიტუაცია არის შემდეგი, მთელი ეს ლაპარაკი რომ რაღაც არის ისეთი, რომ ზურას შესახებ იმალება... თქვენ როგორ გგონიათ, ზურაბ ჟვანიას, რომელსაც ჰყავდა წარმოუდგენელი რაოდენობის მეგობრები, მე ვიყავი ერთ-ერთი, მან აღმომაჩინა ამერიკაში, მანამდე ჩამოვიდა, ჩვენთან იატაკზე ეძინა, ერთოთახიანი გვქონდა, მან მითხრა, რომ ჩვენ შევძლებდით რაღაცის გაკეთებას შევარდნაძის გვერდის ავლით.
ჩემი ინიციატივა იყო ჟვანიას გაპრემიერება, იმ ღამით, როცა ეს უბედურება მოხდა, რამდენიმეჯერ ვესაუბრე მას, საღამოს ათის ნახევარზე ვესაუბრე ბოლოს და იყო ძალიან ბედნიერი, მერე დამირეკა კობა ხარშილაძემ, ეს უბედურება მოხდაო. ერთი რაც მაქვს, დიდი დარდი, ზურასთან დაკავშირებით, არის ის, რომ დედამისი ვეღარ ვნახე ამ წლების განმავლობაში.
როცა ზურაბი გარდაიცვალა, უცნაური რაღაცების საუბარი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა, მეუღლეს ვთხოვე ჩემთან მოსულიყო, მოვიდა და ვკითხე, ხომ იყავი ადგილზე და ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს?
მან მიპასუხა, არა არ მგონიაო. შენთან რა პრეტენზია უნდა მქონდესო. თუმცა ერთი საინტერესო რამ მითხრა, შენ ხომ იცი, რომ ზურას, როგორც პოლიტიკოსს ფული ჰქონდაო, ერთ-ერთმა მითხრა რომ მას ბევრი ფული მისცაო და ამის ნაწილი მინდა ამოვიღოო. ვარაუდობდა, დაცვის თანამშრომლებმა ხომ არ აიღეს, თანხა ხომ არ წაიღესო? – მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა გაავრცელა ეს ინფორმაცია.
ლაპარაკი ამ კატეგორიებით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები