სოც. მედია
"დამიბარეს!" - მიშას მონოლოგი
2014-03-25 12:30:47
"ნიუ-იორკი. ლექცია. კარზე კაკუნია.
- ჯეიმს, მიდი შვილო, გააღე კარი, ალბათ ცარცი დააკლდათ "დემოკრატიის" ლექციაზე.
სტუდენტი აღებს კარს და შემოდის შავებში ჩაცმული კაცი, რომელსაც ხელში მობილური უჭირავს:
- პატივცემულო, სასწრაფო ზარია თქვენთან, ავუხსენით, რომ ლექციაზე იყავით, მაგრამ ახლავე დაუძახეთო
- გისმენთ, ჰო დედა, რა იყო ასეთი საჩქარო, რომ ლექციის დასრულებამდე ვერ მოითმინე?
- .......
- დამიბარეს?!
....დამიბარეს... ჯერ მოწმედ, მაგრამ... მოწმედ შესული რამდენი მინახავს, მაგრამ ისევ მოწმედ გამოსული არავინ. ნუთუ მეც?! ნეტავ გურამ აბსანძე სადაა, ვკითხავდი, ციხეში გვირაბი როგორ ითხრება, თორემ ვანოს ეგ არ ეცოდინება. იმედია, გლდანში არ ჩამსვამენ, იქ ისეთი მაგარი ციხე ავაშენე, გვირაბზე ოცნებას უნდა შევეშვა. ნეტა ვანოსთან ერთად ვიქნები თუ ცალკე? თუ ვანოსთან და ბაჩოსთან ერთად ჩამსვეს, ვეტყვი, რომ გიგიც შემოუშვან და მოვჯოკრავთ. თუ მარტო დამსვეს, დავჯდები და მემუარებს დავწერ, რომ გამოვალ, პრეზიდენტი გავხდები და მერე ქართველ მანდელას დამიძახებენ.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართველების უმადურობაში. რა მიკვირს, სადაც ილიას ტყვია ესროლეს, მე რომ დაკითხვაზე დავებარებინე ვინმეს, რა გასაკვირია?! იმდენი მიმაიმუნია, სანამ ყველაზე პასუხს გავცემ, მინი პატიმრობა კი გამომივა. ვაა, მორწმუნე მაინც ვიყო, ვიტყოდი, ეშმაკი მებრძვის და დიდ მარხვაში იმიტომ დამიბარეს-მეთქი, მაგრამ ცხოვრებაში ზედიზედ ორჯერ არ გადამიწერია პირჯვარი და ეგ როგორ ვთქვა?! ამას ჯობს ისევ რუსეთის თემას მივაწვე, წუგზარს და ჩე გივირას დავურეკავ და ვეტყვი, "მაიდანი 2 " დაანონსონ.
ეჰ, დრო იყო, ჩემი შიშით დაბლა ჭიანჭველა ვერ დადიოდა და მაღლა ჩიტი, მართალი ყოფილა აკაკი, როცა წერდა "ვაჰ დრონი, დრონიო", თუ ეს ილიამ თქვა?! მოკლედ, ამ პოეზიაში ვერასოდეს ვერკვეოდი და არც ახლა ვეშვები.
ეჰ, რა უმადური ყოფილა ქართველი ერი. 9 წლის მანძილზე არ მეძინა, რომ ქვეყანას ჩემი ხელი დატყობოდა და ამით გადამიხადეს სამაგიერო? ნეტა, ვინმე თუ დაინტერესდა, მე თუ დამიჭირეს, ჩემს ოჯახს ვინ არჩენს? ჩემს ედუარდს ადრე ბებია უხდიდა სწავლის ფულს, მერე სახელმწიფო დაცვის სამსახური, ახლა კი დამატებითი საათები ავიღე უნვერსიტეტში, რომ ოჯახს ლუკმა-პური არ მოკლებოდა და თუ დამიჭირეს, მერე?!.... "
... – მიშა, შვილო, გაიღვიძე, საქართველოდანაა წერილი
- დედი, ისეთი ცუდი სიზმარი ვნახე, თითქოს ლექციაზე მითხრეს, რომ საქართველოს პროკურატურამ დაკითხვაზე დაგიბარაო, მერე დამკითხეს და მერე დამიჭირეს კიდეც. რაო დედი, რა წერია წერილში, რა გვინდაო?
-... დაგიბარეს.......
kvirispalitra.ge
კომენტარები