სოც. მედია
ვახუშტის ხიდთან 421 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცია ამოღებული
2014-03-24 14:30:42
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს "ქართული პროდუქტის" ხორცის საბითუმო ბაზრიდან 421 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს."შესაბამისად, რეალიზატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შპს "ქართული პროდუქტი" დაჯარიმდა 1000 ლარით.
421 კგ ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
კომენტარები