სოც. მედია
გოგლა ჟვანია გავრცელებულ ვიდეოზე პირველ კომენტარს აკეთებს
2014-03-19 23:52:13
ფოტოები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში დევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, სურათები რეალურია და ფოტოების მონტაჟზე საუბარი არ არის. "ეს რეალური სურათებია. საქმის მასალებში ისინი ნამდვილად დევს. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ვერ გეტყვით", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოები, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი" გავრცელდა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.
კომენტარები