სოც. მედია
საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლომ ქარდავას,ახალაიას,კოდუას და სხვა პირებს განაჩენი გამოუტანა
2014-03-18 15:03:34
სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით 12 ბრალდებულიდან უდანაშაულოდ მხოლოდ ერთი, რუსლან შამახია იქნა ცნობილი.
საქმეში ბრალდებულ კოხტა თოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა მიმალვაში მყოფ მეგის ქარდავას. სწორედ კოდუა და ქარდავა ითვლებოდნენ საქმეში ამ დრომდე ძებნილებად.
რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ახალაიას, მას მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ბრალდებულ პაატა ქირიას - 6 წლით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს კობა თოდუას - 9 წლით, გიორგი ბულიას - 6 წლით და თემურ უბირიას7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
აღნიშნულ საქმეში 2 ბრალდებულს მარლენ ხვიტიას და გოჩა შონიას როგორც ცნობილია, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი იქნა ვიდეოფირები. ფირებზე აღბეჭდილი იყო ადამიანების წამების, ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაულები.
კომენტარები