სოც. მედია
ყირიმში, რეფერენდუმის მონაწილეთა 95%-მა რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა
2014-03-17 01:04:26
რეფერენდუმის კომისიის თავმჯდომარის სერგეი მალიშევმის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ყირიმის რეფერენდუმის მონაწილეთა 95%-ზე მეტმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.
მისი თქმით, ხმების 50%-ზე მეტი უკვე დათვლილია და ამომრჩეველთა მხოლოდ 3%-მა არ დაუჭირა მხარი ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთებას, ხოლო ბიულეტენების 1% ბათილად იქნა ცნობილი.
ყირიმში 16 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე ორი კითხვა იყო გატანილი, რომელთაგან არც ერთი ითვალისწინებდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას. კერძოდ, პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობს და იგი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს? ეზგიტპოლის შედეგის თანახმად, ამომრჩეველთა 93%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.
კომენტარები