სოც. მედია
მაყაშვილის ქუჩაზე მამაკაცს მანქანა ჩაუმსხვრიეს და "ლიმონკა" ჩაუგდეს
2014-03-14 11:53:15
თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მოქალაქის მსუბუქ ავტომობილს მინა ჩაუმტვრიეს და მანქანაში ე.წ. ლიმონკა ჩაუგდეს. მანქანის მფლობელმა ჩამსხვრეული შუშა დილით აღმოაჩინა. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
მანქანის მფლობელის ნოდარ თოფურიძის განმარტებით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა. მისი თქმით, დილით, 9 საათისთვის აღმოაჩინეს, რომ მისი მსუბუქი ავტომობილის წინა მინა იყო ჩამსხვრეული, ხოლო მანქანაში ეგდო ასაფეთქებელი მოწყობილობა.
როგორც თოფურიძე აღნიშნავს, არც მას და არც მეზობლებს ღამით ხმაური არ გაუგიათ. მისთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო მანქანაში ხელყუმბარის ჩადების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, როგორც აღმოჩნდა მაყაშვილის ქუჩაზე მანქანაში აღმოჩენილი ”ლიმონკა” არც საბრძოლო და არც ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არის.
მათი ინფორმაციით, მანქანაში აღმოჩენილი ნივთი გადატანილია ექსპერტიზაზე და პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარები