0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ახალგაზრდებისა და მათი თავისუფლების შეზღუდვა ნებისმიერი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. პრემიერის განმარტებით ახალგაზრდებთან, სტუდენტობასთან შეხვედრა ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ყველა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და ანგარიშგასაწევია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მომავალზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, სტუდენტების სურვილებსა და პრობლემებზე, განათლებაზე. „თქვენი აქ მოსვლა არავითარ პოლიტიკურ ინტერესებს არ ემსახურება. აქ მოსვლა არავინ დაგაძალათ და არც არავინ აგიკრძალათ. დამთავრდა ის დრო, როცა „სხვები" წყვეტდნენ, ვინ სად წასულიყო და რა ეთქვა. ისინი მათ დავალებებს ასრულებდნენ და ყველამ ვიცით, როგორ ძალადობდნენ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. დღეს ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც ყველაზე კრიტიკული. ყველგან, ყველა დროში ახალგაზრდობა ყველაზე თავისუფალია და ეს თავისუფლება იყო დათრგუნვილი ამ კედლებში. ახალგაზრდებისა და მათი თავისუფლების შეზღუდვა კი, ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი უკან არის. „ -აღნიშნა პრემიერმა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს რამდენიმე ახალი ინიციატივაც გააცნო, ღარიბაშვილის განმარტებით შეიქმნება საერთაშორისო განათლების ცენტრში, რომელიც უშუალოდ მისი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. „ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა - სახელმწიფო დააფინანსებს საზღვარგარეთ პროფესიული ცოდნის ამაღლების მსურველებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისთვის. მინდა გითხრათ, ამ ინიციატივაში, ამ პროექტში ჩადებული იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და ჩაერთვებიან სახელმწიფოს საქმიანობაში. ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ამასთან პრემიერის განმარტებით იმისათვის, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, აშენდება სტუდენტთა საცხოვრებელი რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. საერთო საცხოვრებელი იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და შექმნილი იქნება ყველა აუცილებელი პირობა. პრემიერმა სტუდენტებს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა- წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში იმუშაონ სახელმწიფო სტრუქტურებში. სტაჟიორების აყვანა მოხდება აკადემიური მოსწრებისა და რიგითობის მიხედვით. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი მიიღებს სათანადო სერტიფიკატს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები