მსოფლიო
მართლა აპირებს თუ არა წულუკიანი გადადგომას?
2014-03-11 12:52:55
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა,რომ
როცა გადადგომას დააპირებს, პრემიერის შემდეგ ამას პირველად ჟურნალისტები გაიგებენ.
"მე გადადგომას არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ჩემი როლი ერთ-ერთი მოკრძალებული როლია იმ მთავრობის საქმიანობის ფარგლებში, რომელსაც ბევრი საქმე აქვს წამოწყებული. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი რგოლი თუ ჭანჭიკი ვარ, რომელიც ამ კუთხით კარგ საქმეს აკეთებს, ამიტომ გადაგდომას არ ვაპირებ", - განაცხადა წულუკიანმა.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესის წაგების გამო, შესაძლოა, თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვოს.
კომენტარები