0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა ეღირება ავტომობილის ახალი სანომრე ნიშნები?

შს სამინისტროს განმარტებით 2014 წლის შემოდგომიდან ავტომობილებზე სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლა იგეგმება. სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ოთარ დანელიას განმარტებით იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მფლობელს 2030 წლამდე მოესურვა ძველი, უფასო სანომრე ნიშნის ახალზე გადაცვლა, თანხა ამისთვის უნდა გადაიხადოს ნომრის დაბეჭდვის (35 ლარი) და ახალი რეგისტრაციის მოწმობის საფასური (ასევე 35 ლარი). „ჩვენ გვაქვს ტექდათვალიერების თანამედროვე სისტემა - ავტომობილი მიერთებული იქნება ინფრასტრუქტურულად გამართულ სისტემაზე, რომელიც ინტეგრირებულია ბაზასთან, სადაც ყველა ინფორმაცია იყრის თავს. ე.ი. მთელი ეს ინფორმაცია ელექტრონულად აიტვირთება. შესაბამისად, დასკვნაში კალმით არ ჩაიწერება სიტყვები: "დადებითი" ან "უარყოფითი". ტექდათვალიერების მაგივრად ჯობს გამოვიყენოთ ტერმინი - "გზისთვის ვარგისიანობის ინსპექტირება", რაც უფრო სწორი იქნება. ახლა ვმუშაობთ კრიტერიუმების განსაზღვრაზე. ვითვალისწინებთ იმას, რომ ავტოპარკში საკმაოდ მოძველებული ავტომობილებია. მათ განახლებას წლები დასჭირდება. ინსპექტირებისას პრობლემა არც ერთ ავტომობილს არ შეექმნება, თუკი ის გამართულად იმუშავებს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თუმცა, ახალთახალ ავტომობილს სამი წელი არ დასჭირდება ე.წ. ტექნიკური დათვალიერება, სამიდან შვიდ წლამდე ავტომობილისთვის ორ წელიწადში ერთხელ იქნება აუცილებელი ეს პროცედურა, 7 წლის და მეტი ხნისას კი ყოველ წელს უნდა ჩაუტარდეს. სტატისტიკური მონაცემებით, ავტომობილების გაუმართაობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. უფრო თუ დავაზუსტებ, ავტოსაგზაო შემთხვევების 30%-მდე სწორედ ავტომობილთა ტექნიკური გაუმართაობის ბრალია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე თქმით, ავტომობილის ე.წ. ტექდათვალიერება მძღოლს 48 ლარი დაუჯდება. „კვირის პალიტრა“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები