მსოფლიო
ვინ არის მამაკაცი, რომელზეც “ხელიდან წასული“ თინა მახარაძეა შეყვარებული
2014-03-06 12:33:40
თინას შეყვარებული გიორგი სამხარაძეა. წესით, რეალითი შოუების მაყურებლებს, მისი სახე უნდა გეცნოთ. გიორგი „მაესტროს“ პროექტის, „ამტანის“ მონაწილე იყო. წყვილს არა ერთ ადგილას დააფიქსირებდით, ქალაქში მახარაძე-სამხარაძის რომანზე ჭორაობა ახალი დაწყებული ნამდვილად არ აქვთ.
„ამტანის“ პორტრეტი
გიორგი სამხარაძე „ამტანის“ საიმიჯო რგოლით ყველას მკაცრი და ჩაკეტილი ბიჭი ეგონა, მაგრამ ბოლოს საინტერესო მოთამაშე აღმოჩნდა. იმიჯიც განსხვავებული ჰქონდა - მელომანსა და მოგზაურს შორის. მოგზაურობის მოყვარულს „ამტანები“ ეძახდნენ „კარავს“. ველოსიპედი და „ნაუშნიკები“ მისი განუყრელი ატრიბუტებია. პროექტის დასრულების შემდეგ „ამტან“ ანი სიდამონიძესთან ერთად ბენდის ჩამოყალიბება უნდოდა. ერთი კონცერტი „ფრანთან“ ერთად ჩაატარეს. მაშინ „ფრანი“ ჯერ კიდევ არ „ფრანობდა“. მელომანები ერთმანეთის სახლებში იკრიბებოდნენ... მართალია, „ამტანებმა“ სურვილი ვერ განახორციელეს, თუმცა მოგვიანებით გიორგიმ, ბენდი მაინც ჩამოაყალიბა. თვითონ ტამტამზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. დაახლოებით ოთხი წლის წინ ლიტერატურულ კაფეში ჰქონდათ კონცერტები.
როგორც გავიგეთ, სამხარაძემ ამერიკულ უნივერსიტეტში ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. მერე ერთი პერიოდი საქართველოს ბანკში მუშაობდა. თავისი ბიზნეს იდეით „რუსთავი 2“-ის პროექტ „იდეა, ფული და ერთი შანსშიც“ სცადა ბედი. გიორგის ამჟამად საკუთარი ბარი აქვს გახსნილი მეგობრებთან ერთად და საკმაოდ წარმატებულ ბიზნესმენადაც ითვლება
კომენტარები