0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ დაჭრეს "კაბუ" და რას ყვება მსახიობის დედა?

კახა აბუაშვილის დედის, ცირა აბუაშვილის განცხადებით მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "კაბუს" დედამ აღნიშნულის შესახებ Prime Time News-თან ისაუბრა . ქალბატონის განმარტებით, მის შვილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ვერაზე დაჭრეს მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ". შემთხვევა "ლურჯი მონასტრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი მსახიობი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მას ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. თვითმხილველთა განცხადებით, "კაბუ" ცივი იარაღით დაჭრეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის. ექიმთა განცხადებით, მსახიობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები