მსოფლიო
ე.წ. მაყურებელმა პატიმარი „თავანის“ ჩაუბარებლობის გამო მოკლა
2014-03-04 14:22:51
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გეგუთის #14 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის #14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში", - აცხადებენ სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით ე.წ. მაყურებელმა პატიმარი „თავანის“ ჩაუბარებლობის გამო სასიკვდილოდ სცემა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები