0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,რუსეთის ქმედებებს ნეგატიური გავლენა ექნება მის ეკონომიკასა და მსოფლიო სტატუსზე"

,,რუსეთმა არასწორი ისტორიული არჩევანი გააკეთა“,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა. „მოსკოვის ქმედებების დაგმობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მიუთითებს, რომ რუსეთმა არასწორი ისტორიული არჩევანი გააკეთა. ეს საერთაშორისო კანონმდებლობისა და რუსეთის მიერ დადებული შეთანხმების დარღვევაა, რომ პატივი სცეს მეზობლებს. ჩვენ მივიღეთ მკაცრი განცხადებები ნატო-სა და დიდ შვიდეულში, სადაც დავგმეთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დიპლომატიურ ძალისხმევას კვირის განმავლობაში. ჩემს ინტერესებშია, რომ უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი. რუსეთს მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვს უკრაინასთან, უკრაინაში უამრავი ეთნიკური რუსი ცხოვრობს და პირიქით, ბევრი უკრაინელია რუსეთში. რუსეთსა და უკრაინას ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები აქვს, ყველა ეს ინტერესი აღიარებული უნდა იყოს. მაგრამ ის, რაც რუსეთმა არ უნდა გააკეთოს – თავისი სამხედროების გაგზავნა საბაზო პრინციპების დაღვევაა, რომელიც მთელს მსოფლიოშია აღიარებული. მოსკოვის ქმედებების დაგმობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მიუთითებს, რომ რუსეთმა არასწორი ისტორიული არჩევანი გააკეთა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის დროებით მთავრობას, რისი დასტურიც ჯონ ქერის კიევში ვიზიტია", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, თუ რუსეთი არ შეიცვლის კურსს, აშშ მზად არის, განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები, რომლებიც რუსეთის იზოლაციას მოახდეს და ნეგატიური გავლენა ექნება მის ეკონომიკასა და მსოფლიო სტატუსზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები