სოც. მედია
იულია ტიმოშენკოს სიყვარულის ისტორია
2014-02-28 13:56:07
უკრაინის ექსპრემიერის იულია ტიმოშენკოს სიყვარულის ისტორია 16 წლის ასაკში დაიწყო. სწორედ ამ ასაკში გაიცნო მან მომავალი მეუღლე ალექსანდრე. მას თურმე ნომერი შეეშალა, თუმცა გოგონას ხმა მოეწონა და მასთან საუბარი, როგორც აღმოჩნდა მთელი ცხოვრება მოინდომა . საშამ გამბედაობა მოიკრიბა და იულია პაემანზე დაპატიჟა.ალექსანდრე ტიმოშენკოს და იულია ტიმოშენკოს ქორწილი1979 წელს შედგა. მაშინ იულია მხოლოდ 19 წლის იყო. მათ თაფლობის თვე იალტაში, ყირიმის სანაპიროზე გაატარეს. უკვე ერთი წლის შემდეგ როდესაც წყვილი ჯერ კიდევ 20 წლისაც არ იყო, მათ შვილი ევგენია ეყოლათ.
2011 წლის 11 ოქტომბერს იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს. კოლონიაში პირველი პაემნისას ალექსანდრე ძლიერ ნერვიულობდა. ალექსანდრე იხსენებს ამ დღეს: ,,გამართული, მაკიაჟითა და ვარცხნილობით-როგორც ყოველთვის. ის ჩვენთან (გოგონასთან ერთად) ჯინსებით, თეთრი მაისურით და სპორტული ფეხსაცმლით გამოვიდა. იცით რამ განმაცვიფრა? მისმა სუნამოს სურნელმა, ასე ნაცნობმა სურნელმა’’.
კომენტარები