მსოფლიო
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამებაში რჩება-საპატრიარქოს ახალი განცხადება
2014-02-27 19:39:42
მამა გაბირიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირით დარჩება, ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა აღმსარებელისა და სალოსი გაბრიელის წმინდა ნაწილები ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება დასვენებული. "- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
კომენტარები