მსოფლიო
27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-02-26 23:49:57
ვერძი:
დღეს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგგვრით, მის მიმართ გამოიჩინეთ ყურადღება და მზრუნველობა. ბევრი სამუშაო გექნებათ, მაგრამ როგორც არასდროს, ისე გაგაღიზიანებთ და დაგღლით. იქნებით ძალიან გაღიზიანებული.
კურო:
წარმატებული პერიოდი გელით. თქვენს მიმართ ახლობლების ინტერესი გაორმაგდება. მათ რჩევებს ყური უგდეთ. კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა იზრდება.
ტყუპები:
დღეს, თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შესუსტდება, რაც დაღლილობისა და გაღიზიანების სახით გამოვლინდება. თავშეუკავებლობის გამო, გარშემო მყოფთა მკაცრი კრიტიკის ობიექტად იქცევით.
კირჩხიბი:
კარიერაში საუკეთესო პერიოდი დაგიდგათ. იყავით მეგობრული და წარმატებასაც მიაღწევთ. საქმიან მოლაპარაკებებზეც სერიოზულ შედეგს მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში სირთულეებია მოსალოდნელი.
ლომი:
აკონტროლეთ ემოციები. აგრესიული ქმედება ბევრ პრობლემას შეგიქმნით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ. სასიყვარულო თავგადასავლებზე უარს ნუ იტყვით.
ქალწული:
ეს დღე ცხოვრების განახლებას დაუთმეთ. ცვლილებები შეიტანეთ გარეგნობასა და გარდერობში. საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ. გაუკეთეთ მას პატარა საჩუქარი, თქვენი ეს ჟესტი, მას ძალიან გაახარებს.
სასწორი:
დღეს თქვენი ამბიციურობა მშვიდად ჯდომის საშუალებას არ მოქცემთ. თქვენ დიდი ხმაურით წახვალთ წინ და ვერავითარი წინაღობა თქვენ ხელს ვერ შეგიშლით. სხვებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ მოგილოცონ და შემდგომი წარმატებები გისურვონ.
მორიელი:
იპოვეთ თქვენი ადგილი მზისქვეშეთში? იპოვეთ მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა? არ შედრკეთ და გააძევეთ თვითმარქვია, რომელიც გამოიჭიმულა თქვენთვის თვით ბედისგან ნაბოძებ სკამზე.
მშვილდოსანი:
დღეს კარიერაში წინსვლა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტ შრომისნაყოფიერებას გამოავლენთ, მით მეტი შანსი მოგეცემათ წარმატებისთვის.
თხის რქა:
დღეს პრობლემები მოიმატებს თქვენს საქმიან ცხოვრებაში. ეცადეთ წამოწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში. ადვილად ნურავის ენდობით.
მერწყული:
დღეს როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ დასვენება. ეცადეთ საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ. პირად ცხოვრებაში რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ.
თევზები:
შეეცადეთ დღეს არ აჩქარდეთ და პირად გეგმებზე არავისთან ისაუბროთ. დღეს პირად კავშირებს ნუ დაეყრდნობით, შეიძლება არ გაამართლოს
კომენტარები