მსოფლიო
ჭალადიდში 44 წლის მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს
2014-02-22 15:31:31
ჭალადიდში 44 წლის გელა კირთაძის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედარი კირთაძის მეზობლის სახლთან, ღელეში იყო ჩაგდებული. გარდაცვლილის დის, ნატო კირთაძის განცხადებით, ცხედარი ბოროტმოქმედებმა ღელეში წუხელ ჩააგდეს, მანამდე კი სხვა ადგილზე ჰქონდათ გადამალული.
გელა კირთაძე გასული წლის 6 დეკემბერს გაუჩინარდა. ოჯახი და პოლიცია მას ამ ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. ოჯახის მტკიცებით, მკვლელობის შემკვეთი უკვე თურქეთშია გაქცეული. მკვლელობის მიზეზად კი უთანხმოება სახელდება. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად უკვე გადაასვენეს.
1tv.ge
კომენტარები