სოც. მედია
საქართველოს საპატრიარქო კიევში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება
2014-02-20 14:14:03
“ეს მოვლენები, რომ რეალური დიდი საფრთხის შემცველია, ყველასთვის ნათელია, რადაგან ევრომაიდანზე უკვე ამდენი მსხვერპლი და დაზარალებულია. ჩვენ გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას, ოჯახს და აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის. ამასთან, მიგვაჩნია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, რომ მოვლენები ყველასათვის კიდევ უფრო დრამატულად არ განვითარდეს.
უკრაინასთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ამიტომ, ბუნებრივია, დიდად განვიცდით მომხდარს და შევთხოვთ უფალს, კეთილგონიერებამ და სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში"-ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები