0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს 24 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ერთი კვირთ სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. საპატრარქოს განცხადებით მრევლს საშუალება ექნება მამა გაბრიელს პატივი მიაგოს . შემდეგ კი წმინდა ნაწილები დაიკრძალება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში. საფლავი 22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება. წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს 19:00 საათზე, ხოლო კვირას,- საზეიმო წირვა 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები