მსოფლიო
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს 24 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ
2014-02-19 11:29:25
24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ერთი კვირთ სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. საპატრარქოს განცხადებით მრევლს საშუალება ექნება მამა გაბრიელს პატივი მიაგოს . შემდეგ კი წმინდა ნაწილები დაიკრძალება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში.
საფლავი 22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება. წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს 19:00 საათზე, ხოლო კვირას,- საზეიმო წირვა 10:00 საათზე.
წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
კომენტარები