სოც. მედია
3 დაჭრილი და ათეულობით დაშავებული- კიევში შეტაკებები გრძელდება
2014-02-18 18:01:23
კიევში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით დაღუპულია სამი ადამიანი. არიან დაჭრილები და დაშავებულები.
ექიმების განმარტებით ეს ადამიანები იმიტომ დაიღუპნენ, რომ მათ დროზე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
კიევის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება დაპირისპირება ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის. ძალოვანებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დემონსტრანტები კი საპასუხოდ ქვაფენილიდან აღებულ ქვებს ესვრიან. კიევის რამდენიმე ქუჩა ცეცხლის კვამლშია გახვეული – აქტივისტები საბურავებს წვავენ.
კომენტარები