0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ელექტრას” სექსი არ უნდა, „მამასთან“ სექსი არ შეიძლება-რა არის ელექტრას კომპლექსი?

ელექტრას კომპლექსი მოვლენაა, რომელიც ვლინდება გოგონებში 3-5 წლამდე ასაკში , რაც გამოხატულია საკუთარი მამისადმი გაუცნობერებელი ლტოლვითა და დედასთან დაპირისპირებაში. ზრდასრულ ადამიანებში ელექტრას კომპლექსი სცდება ნორმის ფარგლებს და გადადის სექსოლოგ-ფსიქიატრების კომპეტენციაში. ისტორიულად ელექტრა ბერძენი მეფის აგამემნონის შვილს ერქვა. ლეგენდის მიხედვით ელექტრას ისე უყვარდა მამა, რომ სხვა მამაკაცებს ვერც კი ამჩნევდა. როცა აგამემენონი მოკლეს, მან ფიცი დადო, რომ შურს იძიებდა მამის სიკვდლისთვის. მან ეს შეძლო: მკვლელებმა სიკვდილით აგეს პასუხი. ამის შემდეგ ელექტრა გათხოვდა და „ცხოვრობნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“. ლეგენდა კარგად კი დასრულდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სიტუაცია უფრო რთულია ხოლმე, ვინაიდან ელექტრას კომპლექსი ხშირად განუკურნებელია, ვინაიდან ადრეულ ეტაპზე არავის ეჩვენება უჩვეულოდ გოგონას მოჭარბებული სიყვარული მამისადმი. ეს კომპლექსი მწვავდება სქესობრივი მომწიფების ასაკში. როცა გოგონა დედას აღიქვამს მოწინააღმდეგედ და ფიქრობს, რომ ნებისმიერი მისი ასაკის ბიჭი ვერ იქნება მისი მამისნაირი და, შესაბამისად, არ არის ღირსი, რომ მას შეუყვარდეს. დროის გასვლის და პროფესიის არჩევის დროს „ელექტრა“ თითქმის ყოველთვის მიდის მამის გზაზე: ირჩევს კაცურ პროფესიას, აკეთებს მამის საქმეებს, ცდლობს იყოს საუკეთესო, რომ სასახელო იყოს მამისთვის, რომელსაც უკვე აღმერთებს. მეგობრების სასიყვარულო ისტორიები „ელექტრას“ არ აინტერესებს, მისთვის მთავარი სწავლა და კარიერაა, რომ მამამ იამაყოს. ამ ეტაპზე მამასა და ქალიშვილს შორის ძლიერი ინტელექტუალური, სულიერი და ადამიანური სიახლოვეა. ოჯახის შექმნის პერიოდისათვის გოგონა-ელექტრას პრობლემები უჩნდება: მისი ასაკის მამაკაცების მისი იდეალებისაგან ძალიან შორს არიან. იდეალი მამას ჰგავს: კეთილი, მზრუნველი, ალერსიანი, საიმედო, ჭკვიანი და ლამაზი. ამიტომაც ხშირია შემთხვევები, როცა „ელაქტრა“ ცოლად თითქმის მამის ტოლ მამაკაცს მიჰყვება. ეს არის მცდელობა, იპოვოს მამაკაცი, რომალიც ახლოს მაინც იქნება მის იდეალთან – მამასთან. ქმართან ურთიერთობა არის თბილი, პატივისცემით აღსავსე და გულწრფელი. თუმცა სექსუალური კუთხით სერიოზული პრობლემები იქმნება: ქვეცნობიერად „ელექტრას” სექსი არ უნდა, ვინაიდან „მამასთან“ სექსი არ შეიძლება. იგი სექსიგან ვერ იღებს სიამოვნებას, რის კომპენსირებასაც კარიერული წინსვლითა და წარმატებით ახდენს. ელექტრას კომპლექსი სერიოზული დარღვევაა და მისი შემჩნევსთანავე სასურველია სექსოლოგთან ვიზიტი, ვინაიდან სქესობრივი მომწიფების ასაკამდე ჯერ კიდევ შიეძლება მისი კორექცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები