0 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გალერიში ნარკოტიკები იყიდება, ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს.."-რამ აღაშფოთა ხათუნა ჟორდანია

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა კაფე ,,გალერიში", როგორც აღმოჩნდა, უცხო არავისთვის არის ის ფაქტიც, რომ ხსენებულ ადგილას ნარკოტიკული საშუალებები ყოველგვარი აკრძალვის გარეშე იყიდება, სწორედ ამას ეწირება უამრავი ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება. მომღერალმა ხათუნა ჟორდანიამ საკუთარი აზრის დაფიქსირება ფეისბუქის საშუალებით გადაწყვიტა "გალერი - ჯოჯოხეთის ბუდე... რატომ არ იკეტება ეს უბედურება, სადაც მთელმა თბილისმა იცის, რომ იყიდება ყველანაირი ნარკოტიკი. პატრონი ჰყავს თუ არა საერთოდ ამ ქვეყანას? საიდან გაჩნდა ამდენი იარაღი და ნარკოტიკი ამ ქალაქში. როდემდე უნდა გავიღვიძო დილით, იმის შიშით, რომ გავიგებ რამე უბედურებას?.. იმედია ცილს არავინ დამწამებს იმაში, რომ ნაციონალებს მივტირი. იღუპება თაობა და კაცი პატრონი არ არის. მივმართავ პრემიერ მინისტრს - ბატონო ირაკლი, ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა თქვენთან. გთხოვთ დაავალოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიიღოს უმკაცრესი ზომები კლუბი- გალერის წინააღმდეგ, სადაც ნარკოტიკები იყიდება (ეს ყველასთვის ცნობილია) და ამ ნარკოტიკებისგან იხოცებიან ახალგაზრდები! სავსეა ქალაქი ნარკოტიკით, და სანამ განადგურდა მთელი თაობა, აღკვეთეთ ეს მომაკვდინებელი უბედურება, სანამ ისევ განადგურდა, ახლა უკვე, ჩვენი შვილების თაობა. პატივისცემით, ხათუნა ჟორდანია." ხსენებულმა სტატუსმა ახალგაზრდებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია,სწორედ ამიტომ მომღერალს განმარტებების გაკეთება მოუწია : განმარტება იმ ახალგაზრდებისთვის რომლებიც აპროტესტებენ ჩემს სტატუსს: დიახ, ვიცი, რომ ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს GALLERY-ს. ისიც მსმენია,როგორც ამბობს თვითონ,'' ძალიან მაგარ მუსიკას უსმენს'' ამ კლუბში კლუბის დახურვა, პრობლემის გადაჭრას რომ არ ნიშნავს, ესეც კარგად მესმის, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ 1.ქალაქი სავსეა ბიო ნარკოტიკით 2.უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს 3.კლუბებში დაიშვებიან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი 4.უამრავი ბავშვი ნადგურდება მორალურად და ფიზიკურად 5. ახალგაზრდები თავისუფლად ატარებენ იარაღს, რის შედეგადაც იმატა უბედურმა შემთხვევებმა მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა.."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები