მსოფლიო
ნორიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა
2014-02-14 11:43:15
ნორიოს გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი - ქალბატონი და მამაკაცი ემსხვერპლა.
თბილისისკენ მომავალი "დოჯის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ისინი მძიმე მდგომარეობაში თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები