სოც. მედია
ფიზიკური შეხლა-შემოხლა რუსთაველის მეტროსთან-დაკავებულია 5 პირი
2014-02-11 12:05:37
მეტროსადგურ "რუსთაველის" დარბაზში სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირებისას 5 პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.
დაკავებამდე ახლაგაზრდების ჯგუფსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც ორი სამართალდამცველი მძიმედაა ნაცემი. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აღნიშნული კონფლიქტის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადებიც გამოცხადდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები მკურნალობას კლინიკაში გადიან.
წყარო სააგენტო "პირველი"
კომენტარები