სოც. მედია
„თოვლში შიშველი მამაკაცი გაიყინა“
2014-02-06 15:19:34
ეს არის ტომი მატელიეს მიერ შექმნილი მძინარე, შიშველი მამაკაცის ქანდაკება, რომელსაც ნამდვილი ადამიანისგან ვერ გაარჩევ.
ტომმა ქანდაკება ერთ-ერთ უნივერსიტეტან მოათავსა და ხალხი შოკშიც ჩააგდო, ყველას ეგონა, რომ მამაკაცი თოვლში გაიყინა. შეშინებული სტუდენტები შეშფოთებას გამოთქვამდნენ და მოქანდაკეს პეტიცია მოუმზადეს იმ იმედით, რომ ქანდაკებას სხვა ადგილას გადაიტანენ.
ტომ მატელიეს განმარტებით კი აღნიშნული ნამუშევარის მიზანიც სწორედ ასეთი რეაქციის გამოწვევა იყო, მოქალაქეებს უნდა გაეაზრებინათ შიშის მნიშვნელობა და აღნიშნული თემა გამხდარიყო დისკუსიის საგანი.
კომენტარები