მსოფლიო
,,ეს ფისო-კაცი ჩვილი ბავშვებისგან გაკეთებულ სუპს მიირთმევს"-საყვარელიძის პასუხის პასუხი გოგი გვახარიას
2014-02-06 09:33:15
"ასავალ-დასავალის დონეზე თუ დაეცემოდა, არ მეგონა. ვინ უთხრა, ეგეც დაასახელოს ბარემ, რახან ასე დამაჯერებლად სიბინძურეს სიბინძურეზე თხზავს? ასეთი აზრები რომ მოსდის, უკვე ავადმყოფობაა თავისთავად. მე კიდევ გავიგე, რომ ეს ფისო-კაცი ჩვილი ბავშვებისგან გაკეთებულ სუპს მიირთმევს," ეს პოსტი პარლამენტარმა დავით საყვარელიძემ ფეისბუქის გვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარიამ,ბლოგში "გვამების ლაბირინთი" , ინტერნეტში გავრცელებულ იმ კადრებზე წერს, რომელიც მუხროვანის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული.
"მერაბიშვილის სიტყვებმა გამახსენა ის აღფრთოვანება, რომელიც არასდროს დაუმალავთ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს - აღფრთოვანება პინოჩეტისა და მისი რეჟიმის მიმართ. პირადად უთქვამთ ჩემთვის, რა არის სტადიონზე დახვრეტილი კომუნისტები, როცა ჩილეს, როგორც სახელმწიფოს, სრული კატასტროფა ემუქრებოდაო. რა ვიცი, აქ მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას “პინოჩეტიზმს” და “ჩეგევარიზმს” შორის. მსხვერპლი მსხვერპლია, სულ ერთია, რა მიზნითაც უნდა ტარდებოდეს მსხვერპლშეწირვის ეს არქაული რიტუალი. ჰოდა დისკუსია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ერთად მიაგნონ გზას უმსხვერპლოდ ცხოვრების დასაწყებად," _ წერს გოგი გვახარია.
კომენტარები