0 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყაზბეგის გამზირზე გამთენიისას დაწყებული სპეცოპერაცია დასრულდა

სპეცოპერაციის შედეგად თბილისში ჩინეთის მოქალაქე დააკავეს.არსებული ინფორმაციით ჩინეთის მოქალაქეს საქართველოში ბიზნესი აქვს,ის საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ლობარდში იყო ჩაკეტილი და მძევალი ჰყავდა აყვანილი. სპეცოპერაცია ყაზბეგის გამზირის #17-ში გამთენიისას დაიწყო. "გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, შუადღეს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონე 1958 წელს დაბადებულ გენადი ლომიძესთან თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გენადი ლომიძე მძიმე ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს. "-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები