სოც. მედია
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ხახვი
2014-02-04 13:52:10
ხახვი ძალიან კარგი და არომატული პროდუქტია, მისი დამატება ბევრ კერძშია შესაძლებელი. ჩვენ კი გთავაზობთ მის რამდენიმე სარგებელს:
1- გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის- გავრცელებული მოსაზრებით გოგრიდოვანი მჟავები, რომელიც ხახვში მოიპოვება ხელს უშლის სიხლის შედედებას და არეგულირებს თრომბოციტების მუშაობის პროცესს. ხახვში შემავალი ნივთიერებები დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ერითროციტების წარმოქმნას უწყობენ ხელს, შესაბამისად ხახვი გულის დაავადებების ერთ-ერთი პრევენციული საშუალებაა.
2- ძვლები და შემაერთებელი ქსოვილი- კველვების შედეგად დადგინდა, რომ ხახვი აუმჯობესებს ძვლების სიჯანსაღეს და ეხმარება ქალბატონებს მენოპაზის დროს , რათა ძვალმა სიმკვრივე არ დაკარგოს. ხახვის დამატება ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად განაპირობებს ნაკლებ მოტეხილობას, მასში შემავალი გოგირდოვანი ნივთიერებები სასარგებლოდ მოქმედებენ შემაერთებელ ქსოვილზეც, სწორედ ამიტომ არ უნდა თქვათ უარი ამ პროდუქტზე.
3- ანთების საწინააღმდეგო თვისებები- ამ ბოსტნეულს შეუძლია ანთების საწინააღმდეგოდ საუკეთესო ეფექტი მოახდინოს თქვენზე. ხახვში შემავალი ნივთიერებები იმუნური სისტემის გაუმჯობესებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
4- დაცვა სიმსივნისგან- რამდენიმე კვლევამ უკვე დაადასტურა, რომ ხახვის შეუძლია რამდენიმე სახის სიმსივნეს ებრძოლოს. ეცადეთ თქვენი კვების ყოველდღიურ რაციონში მაქსიმალურად ჩართოთ ხახვი, მაგრამ არა მისი რამდენიმე ნაჭერი, არამედ ის მთლიანად.
5- სარგებელი ჯანმრთელობისთვის- ხახვი აბალანსებს სისხლში შაქრის შემცველობას და სხეულს არიდებს ბაქტერიულ ინფექციას. დღემდე ძალიან ბევრს დაობენ თუ რა სახით მომზადებული ხახვია ყველაზე სასარგებლო. მისი მიღება უმად ძალიან კარგი გამოსავალია, თუ ამას ვერ აკეთებთ, 10 წუთის განმავლობაში დადგით ის ორთქლზე, ასე მომზადებული ეს ბოსტნეული სასარგებლო ორმაგ შედეგს მოიტანს.
lollipop.ge
კომენტარები