მსოფლიო
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2014-02-03 00:05:54
ვერძი:
შეამოწმეთ პრეპარატების შენახვის ვადა, რომელსაც ღებულობთ. არ გადააჭარბოთ დოზას და თავი შეიკავეთ მძიმე საკვების მიღებისგან.
კურო:
დღეს გელით მატერიალური სირთულე. მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ შეხვედრა გამოჩენილ ადამიანებთან.
ტყუპები:
კვირის ბოლოს მგზავრობის შანსი გაგიჩნდებათ. შინაგან დისკომფორტს განიცდით. შვება სიყვარულში ეძებეთ.
კირჩხიბი:
ოცნება რეალობად შეიძლება გექცეთ. სუსტი სქესის წარმომადგენლების ყურადღებას მიიქცევთ. ასეთივე წარმატებული იქნებით საყიდლებზე.
ლომი:
ბოლოსდაბოლოს დღეს მიიღებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით. უფრო მეტი თავისუფალი დრო გექნებათ.
ქალწული:
ოგიწევთ გაორმაგებული ტემპით მუშაობა. ამას თქვენი სამსახურეობრივი და გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა გაიძულებთ, თუმცა ამავე დროს გააქტიურდება ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები.
სასწორი:
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ხშირდ დაისვენეთ და შეეცადეთ, ნერვული სისტემა არ დაძაბოთ. მოისმინეთ მეტი და ნაკლები ილაპარაკეთ.
მორიელი:
ეცადეთ, ემოციები სტრესამდე არ მიიყვანოთ. დღევანდელი დღე იდეალურია ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისათვის.
მშვილდოსანი:
მაქსიმალურად ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. საქმიან შეხვედრებზე სასურველ შედეგს ადვილად მიაღწევთ.
თხის რქა:
რომანტიკული განწყობა სასიყვარულო თავგადასავლებისაკენ გიბიძგებთ. პირად ცხოვრებაში კი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ყველაფერს.
მერწყული:
იყავით ყურადღებით, შესაძლოა თქვენი მოტყუება სცადონ. გადაუდებელი საქმეები აუცილებლად დღეს მოაგვარეთ - ხვალისთვის ნუ დატოვებთ.
თევზები:
მოგება კარგია რამეა, მაგრამ პატიოსნად მოგება უფრო სასიამოვნოა. დღეს საკუთარ სინდისს გამოცდას ნუ მოუწყობთ, გულნატკენი დარჩებით.
კომენტარები