ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ეს დიეტა 10 დღეში 10 კილოგრამის კლებას გულისხმობს. კომბოსტოს დიეტა არ არის ყველაზე სწრაფი, მაგრამ მაღალეფექტურია - პირველი რიგში დიეტის საფუძვლად ქცეული კომბოსტოს დაბალკალორიულობის გამო. თანაც, მიუხედავად დაბალკალორიულობისა, კომბოსტო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებს და მცენარეულ ბოჭკოებს (რომლებიც მსხვილი ნაწლავის სტიმულირებას ახდენენ). სხვადასხვა სახეობის კომბოსტო დამახასიათებელია სხვადასხვაგვარი ენერგეტიკული ღირებულებით, თუმცა კომბოსტოს დიეტა არ გზღუდავთ სახეობის არჩევანში (თქვენი გემოვნების მიხედვით აირჩიეთ და კომბინირებაც მოახერხეთ). თუმცა მაქსიმალურად სასურველია, იყოს ახალი, საღი კომბოსტო და დიეტისთვის ყველაზე ეფექტურია ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტო - მას ყველა სახეობას შორის მინიმალური კალორიულობა აქვს (26 კილოკალორია). კიდევ უფრო დაბალი კალორიულობა აქვს მჟავე კომბოსტოს (ოღონდაც, თეთრად დამჟავებულს, წვრილად დაჭრილს). სწორედ ეს რეკომენდაცია აქვს ამ დიეტას - სამ დღეში ერთხელ ჩვეულებრივი კომბოსტო მჟავეთი უნდა შეცვალოთ. კომბოსტოს დიეტა არ ზღუდავს კომბოსტოს დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა თუ შიმშილმა შემოგიტიათ, შეუზღუდავად შეიძლება მიირთვათ კომბოსტოს ფურცლები. ასევე შეუზღუდავად შეიძლება დალიოთ მწვანე ჩაი ან არაგაზირებული და არამინერალიზებული წყალი (ისინი არ ამძაფრებს შიმშილის განცდას) - ხობს დღეში 1,2 ლიტრზე ნაკლები არ დალიოთ. დილიდან მენიუში ყავის გამოყენება - რაც თითქმის ყველა სწრაფი დიეტის მოთხოვნაა - იმით არის განპირობებული, რომ ყავა აჩქარებს გაცვლით პროცესებს, რაც იმავდროულად ზედმეტი წონის დამატებით დახარჯვას გულისხმობს. კომბოსტოს დიეტა ზღუდავს დამატებითი შეზღუდვა - მთელი 10 დღის განმავლობაში საკვებში არ შეიძლება შაქრისა და მარილის დამატება. ალკოჰოლი აკრძალულია ნებისმიერი სახით. არავითარი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი. კომბოსტოს დიეტის ხანგრძლივობა 10 დღეა - ამ დროის განმავლობაში ყველა რეკომენდაციის დაცვისას გარანტირებულია 6-დან 10 კილოგრამამდე დაკლება, ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებების მიხედვით. დიეტის გამეორება შეიძლება მხოლოდ 2 თვის შემდეგ. კომბოსტოს დიეტის მენიუ 10 დღეზე საუზმე: მწვანე ჩაი ან ყავა (უშაქრო), არაგაზირებული და არამინერალიზებული წყალი. სადილი: უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი ზეთით (უმჯობესია, ზეითუნის). მოხარშული საქონლის ხორცი, ქათმის ან ნაკლებ ცხიმიანი თევწი - 200 გრამამდე. ვახშამი: უმი კომბოსტოს სალათი, ერთი მწყრის კვერცხი (ან ქათმის კვერცხი ნახევარი), ერთი ვაშლი ან ნებისმიერი სხვა ხილი (ბანანის გარდა). დაძინებამდე არაუგვიანეს ორი საათით ადრე - ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი. კომბოსტოს სალათი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვნიანით (შეიძლება რიგრიგობით) - მირთმეული წვნიანის რაოდენობა ასევე არ არის შეზღუდული. ღირსებები ძირითადი ღირსება ის არის, რომ გახდომა მაქსიმალურად ეფექტურია - კვების სწორ რეჟიმზე გადასვლისას არ ხდება წონის აკრეფა (შედეგი ხანგრძლივია). დიეტა შეიძლება იყოს რეკომენდებული ადამიანებისთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმლების დაავადებებით (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქრონიკული და მწვავე გასტრიტების, ეტერიტებისა და კოლიტების, ინფექციური დაავადებების გარდა). ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ასევე კომბოსტოს დიეტის დადებით გავლენად შეიძლება ჩაითვალოს მსხვილი ნაწლავის ეფექტიანი მუშაობის სტიმულაცია. გარდა ამისა, წონის კლებასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება დაგროვილი შლაკები და ტოქსინები (მცირე რაოდენობით მოხმარებული მარილის გამო). ნაკლოვანებები დიეტა მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, თუმცა აუცილებელი მინიმუმი - 20 გრამი - დაცულია (რაც ორგანიზმს აძლევს საშუალებას, ინტენსიურად დახარჯოს ცხიმების რეზერვები). ნახშირწყლების ნაკლებობის გამო შრომისუნარიანობა იმდენად შემცირებულია, რომ შესაძლებელია აპათია, რეაქციის სიჩქარე მცირდება, შეიძლება ყურადღების გაუარესება, შესაძლებელია თავის ტკივილიც. გარდა ამისა, ამ დიეტის მინუსია ისიც, რომ ის არ არის იდეალურად ბალანსირებული ვიტამინებისა და მინერალების კუთხით, რის გამოც შესაძლებელია დამატებით ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის მიღება. კომბოსტოს დიეტა შედარებით მკაცრია, რეკომენდაციების სრულად დაცვა რთულია, თუმცა შედეგი ღირს ამად. www.reitingi.ge
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები