0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სააკაშვილის ადმინისტრაცია თვეში 5-6 000 ლარის გაზს იპარავდა"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ შექმნის დღიდან, ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა, - ამის შესახებ კომპანია "ყაზტრანსგაზში" გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩის #1-ში რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიაა, აღმოჩენილია ბუნებრივი აირის უკანონოდ დატაცების ფაქტი. შპს "ყაზტრანსგაზი თბილისის” უსაფრთხოების სამსახურის მიერ გეგმური შემოწმების შედეგად გამოვლინდა მრიცხველის გვერდით ავლით შეყვანილი გაზის მილი. როგორც ილია ელოშვილმა განმარტა, დატაცება, სავარაუდოდ, ადმინისტრაციის შექმნის დღიდან ხდებოდა და ბუნებრივი გაზი, სასადილოსა და დამხმარე ნაგებობებს ხმარდებოდა. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვეში დაახლოებით 5-6 000 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარდა. ელოშვილის განმარტებით, შედგენილია ადმინისტრაციული აქტი, დალუქულია ობიექტი და მიმდინარეობს იქ დადგმული სიმძლავრეების დადგენა, რათა ზუსტად განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა. დაკისრებული ჯარიმა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა გადაიხადოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები