სოც. მედია
შენს ტირილს უთხარი,არ იტიროსო...
2014-01-16 14:55:12
...როცა დედა გარდამეცვალა.
ჩემს ფიქრს ვუთხარი_ გადამიფიქროს.
ჩემს სიტყვას ვუთხარ_ გადათქმულიყო.
ჩემს ამბავს ვუთხარ_ ამბადაც არ დარჩენილიყო.
ჩემს ბედს ვუთხარი_ ბედის წიგნში ჩაწერილიყო
უცხო-უცნაურ ანბანთა რიგით,_
ერთი მკითხველიც არ ჰყავდეს ქვეყნად.
სახელი არა_ დუმილი ერქვას.
ჩემს გზას ვუთხარი_ ერთხელ მაინც გზად შემოევლო.
მძიმე მგზავრი ვარ.
ერთხელ მაინც გენახე,ღმერთო.
ჩემს თავს ვუთხარი,
დამხობილმა დედის საფლავთან,
ჩემს თავს ვუთხარი_ ცოცხლად თავს ვმარხავ.
სხვა გზას ვეძებდი...
მე ვარ შემდეგი.
ჩემს დუმილს ვუთხარ,რომ გაჩუმდეს ბოლოსდაბოლოს,
წვიმდეს,ითოვოს.არა ითხოვოს.
თქვენს დუმილს ვუთხარ_ სულ მე მიყეფდეს.
ერთგულ ძაღლივით ხრავდეს იმედებს.
ჩემს ღმერთს ვუთხარი_ რამე ეღონა,
სხვისთვის ცდებოდა_ რატომ მეგონა.
ჩემს თავს ვუთხარი...არაფერი ვუთხარი,რადგან
სიტყვაც არ ჰქონდა ჩემთვის სათქმელი.
ელლა ელლენი
კომენტარები