სოც. მედია
უკრაინაში "ბერკუტსა" და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებისას 15 ადამიანი დაშავდა
2014-01-11 10:23:32
წუხელ, კიევში, უკრაინის სპეცრაზმ "ბერკუტსა" და აქციის მონაწილეებს შორის კიევის სასამართლოსთან მომხდარ ძალადობრივი დაპირისპირებისისას 15 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი იური ლუცენკო, მას თავი აქვს გატეხილი. დაშავებულთა შორის არიან ორი დეპუტატი და ორი ჟურნალისტიც.
10 იანვარს, კიევის სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებულ "ვასილკოვსკოს საქმეზე" გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ. კიევის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ სამ დამნაშავეს – საქალაქო საბჭოს ორ დეპუტატს იგორ მოსიჩუკსა და სერგეი ბევზუს, ასევე დეპუტატის თანაშემწეს ვლადიმერ შპარეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 22 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულებს ასეფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს და ისინი ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულეს, კერძოდ, ბორისპოლში ლენინის ძეგლის აფეთქებაში.
წუხელ კი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, აქტივისტებმა სასამართლოს შენობის ბლოკირება მოახდინეს, რის შემდეგაც მოხდა სწორედ აღნიშნული ძალადობრივი დაპირისპირება.
კომენტარები