მსოფლიო
"აღარ ცნობს ,,მამაო ჩვენოს,'' სამოქალაქო ლირიკა" (ლექსი)
2014-01-08 21:46:05
რამდენიც გყავართ,გამჩენო,
იმდენი გასაჭირი გაქვს;
აღარ ცნობს ,,მამაო ჩვენოს,''
სამოქალაქო ლირიკა.
ღმრთისანი,სამშობლოსანი -
ყველა აგვიღო ქილიკად;
დღეს ეშმაკს უხმობს ,,ოსანით''
სამოქალაქო ლირიკა.
ვერცხლიც,იუდასმიერმა,
იმდენი ჩამოირიგა;
რა ჰქნას,სულმუდამ მშიერმა,
სამოქალაქო ლირიკამ.
რის ჯვარცმა,ცოცხლად შეგვფლავენ,
საფლავს იქცევენ ბილიკად;
ყვირის - ,,ლავ...''მაგრამ ვერ,,ლავეს''
სამოქალაქო ლირიკა.
ქალავ,რად გინდა ცხრა კაბა,
ყველა თუ წამოხდილი გაქვს;
ქალს რა?!.- კაცობა დაკარგა
სამოქალაქო ლირიკამ.
მე თუ არ გამიჩენიხარ,
ხომ ჩემი გამოზრდილიხარ,-
ჩემს ძმებთან ერთად...რად გვერჩი,
სამოქალაქო ლირიკავ.
ვერც კალმით,ვერც ხმლით ბრძოლაში -
ვერ გვჯაბნი,რადგან ჩრდილი ხარ
ჩვენი დაფნების...ვაი შენ,
სამოქალაქო ლირიკავ.
ვაი შენს მტერსაც,შენს ხალხთან
სამტროდ რომ შემოგირიგა;
შენ თხა ხარ,ერი - ვენახი,
სამოქალაქო ლირიკავ!
ვახტანგ ღლონტი,2014 წელი.
კომენტარები