სოც. მედია
ტესტი – გაქვთ თუ არა დეპრესია?
2014-01-06 13:34:56
თვითშეფასების შესამოწმებლად დოქტორ უილიამ ზუნგის ტესტი გამოიყენება. 1, 2, 3, 4, 6, 7, 8, 10, 11, 12, 14, 15, 16, 18 და მე-20 პუნქტებზე პასუხისას ქულები შემდეგი პრინციპით დაიწერეთ:
“არასოდეს” – 1 ქულა, “ხანდახან” – 2 ქულა, “ხშირად” – 3 ქულა, “ყოველთვის” – 4 ქულა. პუნქტები: 5, 9, 13, 17 და 19 კი შემდეგი სისტემით შეაფასეთ: “არასოდეს” – 4 ქულა, “ხანდახან” – 3 ქულა, “ხშირად” – 2 ქულა, “ყოველთვის” – 1 ქულა. ქულების დათვლის შემდეგ კი სწორად შეძლებთ თქვენი მდგომარეობის შეფასებას.
1. მოთენთილი და სევდიანი ვარ;
2. დილაობით საუკეთესოდ ვგრძნობ თავს;
3. ხშირად ვტირი ან ტირილის ხასიათზე ვარ;
4. ღამე ცუდად მძინავს;
5. მადა დაქვეითებული არ მაქვს;
6. გამძაფრებული მაქვს სექსუალური შეგრძნებები;
7. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერს ვკარგავ;
8. ხშირად მაწუხებს გაზები მუცლის ღრუში;
9. გული ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მიცემს;
10. უმიზეზოდ ვიღლები;
11. ისევე საღად ვაზროვნებ, როგორც ყოველთვის;
12. მიადვილდება იმის კეთება, რაც შემიძლია;
13. აფორიაქებული ვარ და ერთ ადგილას გაჩერება მიჭირს;
14. მაქვს მომავლის იმედი;
15. უფრო გაღიზიანებული ვარ;
16. ადვილად ვიღებ გადაწყვეტილებას;
17. ვგრძნობ, რა არის სასარგებლო და აუცილებელი;
18. საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს;
19. სხვა ადამიანებს გაუიოლდებათ ცხოვრება, თუკი მოვკვდები;
20. დღემდე მახარებს ის, რაც ადრე მიხაროდა.
ქულების შეფასების სისტემა:
25-49 ქულა: ნორმალური მდგომარეობა
50-59 ქულა: მსუბუქი დეპრესია
60-69 ქულა: დროა, ფსიქოთერაპევტს მიაკითხოთ
70 ქულა და მეტი: ღრმა დეპრესია
კომენტარები