0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტესტი – გაქვთ თუ არა დეპრესია?

თვითშეფასების შესამოწმებლად დოქტორ უილიამ ზუნგის ტესტი გამოიყენება. 1, 2, 3, 4, 6, 7, 8, 10, 11, 12, 14, 15, 16, 18 და მე-20 პუნქტებზე პასუხისას ქულები შემდეგი პრინციპით დაიწერეთ: “არასოდეს” – 1 ქულა, “ხანდახან” – 2 ქულა, “ხშირად” – 3 ქულა, “ყოველთვის” – 4 ქულა. პუნქტები: 5, 9, 13, 17 და 19 კი შემდეგი სისტემით შეაფასეთ: “არასოდეს” – 4 ქულა, “ხანდახან” – 3 ქულა, “ხშირად” – 2 ქულა, “ყოველთვის” – 1 ქულა. ქულების დათვლის შემდეგ კი სწორად შეძლებთ თქვენი მდგომარეობის შეფასებას. 1. მოთენთილი და სევდიანი ვარ; 2. დილაობით საუკეთესოდ ვგრძნობ თავს; 3. ხშირად ვტირი ან ტირილის ხასიათზე ვარ; 4. ღამე ცუდად მძინავს; 5. მადა დაქვეითებული არ მაქვს; 6. გამძაფრებული მაქვს სექსუალური შეგრძნებები; 7. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერს ვკარგავ; 8. ხშირად მაწუხებს გაზები მუცლის ღრუში; 9. გული ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მიცემს; 10. უმიზეზოდ ვიღლები; 11. ისევე საღად ვაზროვნებ, როგორც ყოველთვის; 12. მიადვილდება იმის კეთება, რაც შემიძლია; 13. აფორიაქებული ვარ და ერთ ადგილას გაჩერება მიჭირს; 14. მაქვს მომავლის იმედი; 15. უფრო გაღიზიანებული ვარ; 16. ადვილად ვიღებ გადაწყვეტილებას; 17. ვგრძნობ, რა არის სასარგებლო და აუცილებელი; 18. საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს; 19. სხვა ადამიანებს გაუიოლდებათ ცხოვრება, თუკი მოვკვდები; 20. დღემდე მახარებს ის, რაც ადრე მიხაროდა. ქულების შეფასების სისტემა: 25-49 ქულა: ნორმალური მდგომარეობა 50-59 ქულა: მსუბუქი დეპრესია 60-69 ქულა: დროა, ფსიქოთერაპევტს მიაკითხოთ 70 ქულა და მეტი: ღრმა დეპრესია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები