0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა ნიშნებით ხასიათდება გაზით ინტოქსიკაცია და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

გაზით მოწამვლა შესაძლოა მძიმე ან მსუბუქი იყოს. მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის: თავის ძლიერ ტკივილს, ტკივილს შუბლის, საფეთქლების მიდამოში, ყურებში შუილს, თავბრუხვევას, სისუსტეს, გულისცემის გახშირებას, გულისრევასა და პირღებინებას. ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია. მძიმე მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, სახეზე გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა და კომური მდგომარეობა, კლონურ-ტონური კრუნჩხვები. ამ დროს გუგები მკვეთრად გაფართოებულია; ირღვევა სუნთქვა; მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია. პირველი დახმარების გაწევისას აუცილებელია დაზარალებული სასწრაფოდ გამოვიყვანოთ სახიფათო ზონიდან, უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება (გავაღოთ სარკმელი, ფანჯარა, კარი); ვასუნთქოთ ჟანგბადი; თუ გონზეა, დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი. გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუ ადამიანი კომაშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩავუტაროთ სარეანიმაციო ღონისძიებები. თუ ავადმყოფი გონზეა, სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც აუცილებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები