0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს

თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე მოსაგონარია ქეიფის მომდევნო დღე. ზოგიერთს ნაპოვნიც აქვს ბრძოლის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური საშუალება, თუმცა ყოველთვის შესაძლოა არ გაგვიმართლოს და ახლის ძებნა მოგვიხდეს. ნაბახუსევის სინდრომი ალკოჰოლის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყება. იგი ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედებით არის განპირობებული. ნაბახუსევის სინდრომი გამოიხატება თავის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით, საჭმლის მონელების დარღვევით, ხელების კანკალით, სისუსტით და არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. რა იწვევს ნაბახუსევის სინდრომს? საქმე ის არის, რომ ალკოჰოლი გარდაიქმნება მომწამლავ ნივთიერებად - აცეტალდეჰიდად, რომლის ზემოქმედებითაც ორგანიზმში სხვა ტოქსინები წარმოიქმნება. როგორ დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას? საუკეთესო გზაა, ბევრი არ დალიოთ. მაქსიმალური უწყინარი დოზა მამაკაცებისთვის დღეში 3 ულუფაა, ხოლო ქალებისთვის - 2 (1 ულუფად ითვლება 1 ჭიქა ლუდი, 150 მლ ღვინო ან 45 მლ არაყი). ნაბახუსევთან ბრძოლა ორგვარად შეიძლება: პრევენციით და არასასიამოვნო სიმპტომების ნეიტრალიზაციით. ნაბახუსევის პროფილაქტიკა • წვეულების შემდეგ, ძილის წინ, დალიეთ რძე - ის ორგანიზმს ნებისმიერი ტოქსინის დამარცხებაში დაეხმარება. • ვიდრე სუფრას მიუჯდებით, 2-3 საათით ადრე გადაკარით 50 გრამი არაყი. ეს ორგანიზმს დატვირთვისთვის მოამზადებს. თუ შესაძლებელია, არაყს შეურიეთ ელეუტეროკოკის ნაყენი - ეს საოცარი მცენარე მეორე დილით მოსალოდნელი ტანჯვისგან გიხსნით. • სუფრასთან სვით მხოლოდ ერთი სახეობის სპირტიანი სასმელი. • ნუ დაიწყებთ სმას ტკბილი ღვინით, შამპანურით ან კონიაკით; სასმელს დააყოლეთ მოხარშული კერძი ან მჟავე კომბოსტო, ისინი ალკოჰოლის ზემოქმედებას გაანეიტრალებენ. • წვეულების მსვლელობისას დროდადრო იცეკვეთ, იმოძრავეთ, გადით ჰაერზე, იაქტიურეთ. • ეცადეთ, გაისუფთაოთ კუჭი. • ძილის წინ მიიღეთ ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები - შტოში, ასკილი, ლიმონი, გრეიპფრუტი. • მიიღეთ გააქტიურებული ნახშირი. • ძილის წინ კარგად გაანიავეთ საძინებელი, რათა რაც შეიძლება სუფთა ჰაერზე დაიძინოთ. • ეცადეთ, ნაკლებად მოსწიოთ. • ნუ დაიწყებთ სმას მშიერ კუჭზე - ჯერ კარგად დანაყრდით. • გაზიან და უგაზო სასმელებს ერთმანეთში ნუ აურევთ - ასეთი კოქტეილი მალე წაგაქცევთ, რადგან გაზი ხელს უწყობს ალკოჰოლის სისხლში შეღწევას. • თუ მკურნალობთ, ანუ რეგულარულად სვამთ წამალს, სპირტიან სასმელებს თავი არიდეთ. ალკოჰოლისა და წამლების ერთდროული მიღების ეფექტი შესაძლოა ძალზე არასასიამოვნო აღმოჩნდეს. • თუ არ გაქვთ ალერგია, სმის დაწყებამდე მიიღეთ უმი კვერცხი. ნაბახუსევთან ბრძოლა • კარგად გამოიძინეთ. • გაიწმინდეთ კუჭი. მეთოდს მნიშვნელობა არ აქვს; მთავარია, ზედმეტი მოიცილოთ. • გადაჰკარით ერთი სირჩა იგივე სასმელი, რასაც წინა დღეს სვამდით. დალიეთ: • მჟავე კომბოსტოს წვენი; • ლუდი; • ოდნავ დამტკბარი ყავა; • ოდნავ დამტკბარი ლიმონიანი ჩაი; • მინერალური წყალი; • ცხელი ბულიონი; • კეფირი; • მიიღეთ შხაპი - ნამდვილი ნეტარებაა, როდესაც წყლის მსუბუქი ნაკადი ნაზად ელამუნება უსიცოცხლო სხეულს; • გადით შინიდან, ისუნთქეთ სუფთა ჰაერით. www.adami.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები