სოც. მედია
ექიათები (საუცხოო პოეზია)
2013-12-31 00:32:40
როდის,როდის დაგინახო ლურჯი გზაჯვარედინიდან თმების ვერ-
ცხლით მოკიაფე, ამ სევდების ზოდებითა.ქროლა ქართა-უნდო ჟამთა
ხომ არ,ხომ არ მოგერია,სიზმრის მხარე ხომ არ გელის,- შენი მგზავრი
რომელია?
_ საით,საით წასულიყო მოდრეიფე თეთრი გემი,შენი მთვარე ჩასუ-
ლიყო,მთვარე_ვერცხლის შანდალებით. შენი კვარი ჩამქრალიყო,ცა-
ცარგვალზე აღარ ენთო,ის სილაღეც გამქრალიყო, აღარ-აღარ ჩანდი,
ღმერთო.
_ არ მიხმობდა შენი ზეცა ახალ მთვარის ნალიდანო, თოვლისფერი
სულის სევდა ლექსის ერდო-ბანიდანო.აღარ თრთოლა ჩუმი ლოცვის
ლალის პირი-ბაგიდანო,აღარ შროშანების თოვლი მთვარის ბაღჩა-ბაღი-
დანო, აღარც ცისარტყელის სევდა ამ სულისა სარკმლიდანო.
თოვლი თოვდა,ქარი ქროდა და სიზმართა ლანდი ამო,ჩემი თმების
შავ ღამეში თოვდა შენი ზამთრის გამო.
დაჭკნა სევდის მწვანე სერი_ ყვავილების კარმიდამო.შემოდგომა იმ-
ზირება მოვის ქარვის კარვიდანო, მიყვარს ყვავილების ჟრჟოლა,იმ ღა-
მეთა ბანგი ამო, იმ ბაღებში მოჟღურტულე ბულბულების ბანის გამო.
ხმანი შენი მდუმარენი_ იმა სევდის ჰანგი ამო, გზანი შენი მწუხარენი-
იმ მწუხარე მგზავრის გამო.
ჩემო ცაო თვალხატულა,ხელმწიფეთა კარის ხარო,მსურს ლექსებად აგა-
მღერო სულის სალამურის დარად.ჩუმი თოვლის ფანტელებით შენი ზამ-
თრის ქარი ვიყავ, შენი სევდის უსახელო მწვერვალივით განზე ვიდექ. ამ
ლექსებსაც სხვას ვუამბობ- ქარი ქროდეს ბანი-ბანად, ქროდეს ქარი უნდო-
ბარი წუთისოფლის კარი-კარად. თოვა-თოვლის ყვავილებით ცივი ზამთ-
რის მოსაქარგად, ჩუმი სევდის არილებით ამ ლექსები მოსართავად.
ლაილ გურჯი
კომენტარები