სოც. მედია
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2013-12-22 00:14:18
ვერძი:
გაითვალისწინეთ, რომ დღეს არაფრის შცვლა არ ღირს! თუ კარდინალური გადაწყვეტილებების მიღებას მოგთხოვენ ეცადეთ თავი აარიდოთ პირდაპირ პასუხს. გაფრთხილდით გადაწყვეტილებების მიღებისას.
კურო:
თუ თქვენ დღეს გაგიმართლებთ, ერთ–ერთ ახლად გაცნობილი პიროვნებასთან თქვენი ურთიერთობე ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ნუ იქნებით ამბიციური.
ტყუპები:
პირად ცხოვრებში ერთგვარი სიფრთხილე გმართებთ. არავითარ შემთხვევაში ძალის გამოყენებით არ სცადოთ წარმატების მიღწევა. თქვენი მიზნები დღეს თანდათანობით შესრულდება. გელით სხვადასხვა სიურპრიზი და სიხარული.
კირჩხიბი:
დღეს, საქმიან ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი დაგიდგებათ, რთულ პროექტებსაც კი ადვილად განახორციელებთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობა გელით.
ლომი:
აკონტროლეთ ფინანსები. ზედმეტი ნერვიულობა არც თქვენ გარგებთ და ამით გარშემომყოფებსაც გააღიზიანებთ, ამიტომ ჯობს, დამშვიდდეთ, ყველაფერი კრგად აწონ-დაწონოთ და გამოსავალი ისე მოძებნოთ.
ქალწული:
თუ ჯერ კიდევ არ გიშოვიათ ბევრი ფული,ის ხომ მაინც კარგად იცით, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას?! ჰოდა, იფიქრეთ იდეების განხორციელებაზე და დასახული მიზნის განსახორციელებლად შრომას ნუ დაიზარებთ.
სასწორი:
დღეს ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ, მაგრამ თუ ძალებს არ დაიშურებთ საღამოსთვის გაუმკლავდებით მათ. თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას საქმეში, არ უნდა დაიშუროთ დრო და ენერგია, შრომა სათანადოდ დაგიფასდებათ.
მორიელი:
საღამო ოჯახური პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ და თუ დრო დაგრჩათ, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ. არსად გეჩქარებათ, აკეთეთ ყოვედღიური საქმე და დაელოდეთ უკვე გაკეთებული საქმეებიდან რეზულტატს.
მშვილდოსანი:
დღეს ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი წამოწყება მოგებას მოგიტანთ. მიღწეულით ნუ დაკმაყოფილდებით, სწორ გზას ადგახართ, ასე გააგრძელეთ.
თხის რქა:
თქვენ მიერ გაკეთებულ სასიკეთო საქმეებს დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით დაუწყებენ გაანალიზებას. ზოგი ეცდება რომ თქვენზე უარყოფითი თქვას, მაგრამ თქვენი შრომისუნარიანობა და ორგანიზებული ხასიათი დაარწმუნებს ხელმძღვანეოლობას , რომ დაგაწინაუროთ.
მერწყული:
დღეს არაფრის შეცვლა არ ღირს. არაა საჭირო საქმეების გარჩევა და უსარგებლო შეკითხვების დასმა. უმჯობესია დასახულ გზას არ ასცდეთ და დინებას მიჰყვეთ.
თევზები:
თუ დღეს ოპტიმიზმს შეინარჩუნებთ, მაშინ ხასიათი და განწყობა კარგი გექნებათ. ეცადეთ დღეს ერიდოთ უარყოფით ემოციებს.
კომენტარები