მსოფლიო
ყველაზე გულისამაჩუყებელი ლექსი დედაზე
2013-12-20 00:39:47
დე
რამხელა დრო გავიდა...მე ისე გავიზარდე,
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და
სანამ შენ მეყოლები, აბა რა გამაგიჟებს?!
დე,უკვე წარსულია დარდიც და გასაჭირიც,
აგერ, მეც შენს გვერდით ვარ,რაღასი გეშინია?!
მე მუდამ აქ ვიქნები,აღარსად არ ვაპირებ
წასვლას და ეს სამყარო თუ მართლაც შეშლილია,
მერე რა,მეც არა ვარ ზედმეტად თავდახრილი,
მეც ჩემი ფრთებშესხმული ბეჭები გამაჩნია,
შენ მყავხარ და უფალი...ფიფქებად დაბარდნილი
ლექსები,არსებობის მთავარი დანართია.
დე,მახსოვს ბავშვობაში სულ იმას მაფრთხილებდი,
რომ მთების შვილი ვარ და რომ ბევრი მავალია,
დღეს თუ მე მეწერება,ეს არ ჰგავს ახირებას,
მთაში ხომ პოეზია სუნთქვაზე მთავარია.
რამხელა დრო გავიდა, დე,ისე გავიზარდე–
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და
სანამ შენ მეყოლები – აბა რა გამაგიჟებს?!
ლიპო ლიპარტელიანი
კომენტარები