0 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გაირკვა, თუ რის მიხედვით ირჩევენ კაცები ქალებს!

120 ათასი ბრიტანელი მამაკაცის გამოკითხვის შემდეგ, მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს გამოარკვიეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები პარტნიორს ირჩევენ. მამაკაცებმა პრაქტიკულად ერთსულოვნად პირველ რიგში ქალის ღირსებად მისი ინტელექტი დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ითვლებოდა, თითქოს კაცები ჭკვიან ქალებს გაურბოდნენ. გარეგნობის მნიშვნელობაზე წარმოდგენა კი, გადამეტებული აღმოჩნდა. ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა მას მხოლოდ მეორე ადგილი მიაკუთვნეს. მესამე ადგილი იუმორის გრძნობას ერგო. ჩატარებულმა კვლევებმა არსებული ტენდენციაც ახსნა, რომლის მიხედვითაც მოწიფული ადამიანები რომანის გაბმას ახალგაზრდა გოგონებთან ამჯობინებენ, წერს superstyle.ru რამდენადაც მკვლევარებმა დაადგინეს, აღნიშნული ტენდენცია მამაკაცის ორგანიზმის სიბერის პროცესთან ყოფილა კავშირში, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ძველებურ სექსუალურ აქტიურობაში უშლის ხელს, განსაკუთრებით კი თავისი ასაკის ქალებთან. მდედრობითი სქესი ამ პერიოდში რაღაც სექსუალურ ყვავილობას განიცდის. კაცები ამიტომაც ცდილობენ გამოუცდელ გოგონებთან ურთიერთობის აწყობას, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა პოტენციალი, არამედ რომანტიკა. წყარო : icode.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები